08 აგვისტო 2026,   02:29
ვრცლად
რუსთავის მერია გამწვანების მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავს

გაზაფხულზე, რუსთავის მერია გამწვანების მასშტაბური აქციების მოწყობას გეგმავს. ეკო აქციებისთვის ქალაქს საკუთარი რესურსი-სანერგე მეურნეობა აქვს, სადაც, ამ ეტაპზე, 64 სხვადასხვა სახეობის 6 872 ხე-მცენარე ინახება. მუშაობს სასათბურე მეურნეობაც.

აქვე ინახება ჭალის ტყეების განაშენიანების პროექტისთვის შეძენილი ნერგებიც, რომელთა დარგვაც უკვე დაწყებულია. მაისის ბოლომდე, სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ხე-მცენარეებით, რუსთავის რამდენიმე უბანი გამწვანდება.

დღის ამბები