უკრაინაში, დნეპრზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ შენობებში. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ნანგრევებში დაზარალებულებს ეძებენ.
რუსული დრონების სამიზნე გახდა ხარკოვიც. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენი.