აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი აშშ-ისთვის შეთავაზებას ამზადებს, თუმცა არ იცის, რა ჩაიწერება კონკრეტულად მასში.
"ისინი შეთავაზებას აკეთებენ და უნდა ვნახოთ", - განუცხადა ტრამპმა "როიტერსს" სატელეფონო ინტერვიუში და დასძინა, რომ დეტალები ჯერ არ იცის.
ამასთან, კითხვაზე, თუ ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს ირანში, ტრამპმა უპასუხა: "არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ახლა პასუხისმგებელნი არიან".
წყარო: CNN