გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში "დაუყოვნებელი გაწევრიანების" პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია ბლოკის წევრების შეხვედრებში მონაწილეობა ხმის მიცემის უფლების გარეშე მიიღოს.
როგორც მერცმა აღნიშნა, მან შეთავაზება გააკეთა, დაიწყოს პროცესი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების სტრატეგიას მოიცავს.
"ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება შეუძლებელია. თუმცა მე შევთავაზე, რომ ახლა დავიწყოთ პროცესი, რომელიც მოიცავს უკრაინის გაწევრიანებისთვის მომზადების სტრატეგიას", - განაცხადა მერცმა.