05 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
შუა დერეფანი ევროპა-აზიის დასაკავშირებლად აუცილებელია და მისი ფუნქციონირება საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია - თამარ იოსელიანი

"საქართველო რჩება საკვანძო სატრანზიტო სახელმწიფოდ, რაც მას ევროკავშირის გაზმომარაგებისა და უსაფრთხოების მთავარ საყრდენად აქცევს" - სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მნიშვნელოვან გეო-ეკონომიკურ ძვრებზე ანალიტიკურ მასალას  "ევრონიუსი" აქვეყნებს.

სტატიაში წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპზე გადადიან. მასშტაბური პროექტი კი პირდაპირ ეყრდნობა რეგიონის სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, სადაც საქართველოს ცენტრალური დამაკავშირებელი რგოლის სტატუსი აქვს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სამ ძირითად მიმართულებაზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიულ და სტრატეგიულ ინტერესებს.

საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ევროპა-აზიას დასაკავშირებლად შუა დერეფანი აუცილებელია და მისი ფუნქციონირება საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

"საქართველოს როლი არის ძალიან კონკრეტული - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, რაც დღეს არის მთავარი კონკურენტული უპირატესობა გლობალურ ლოჯისტიკაში. ამ არგუმენტს ამყარებს ევროკომისიის დაკავშირებადობის კვლევა, სადაც ხაზგასმულია, რომ შუა დერეფანი არის სწორედ ევროპა-აზიის დასაკავშირებლად აუცილებელი და მისი ფუნქციონირება საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღის ამბები