კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დოკუმენტური ფილმის - "ფოფოდიას შვილების" პრემიერას დაესწრო. ფილმის ავტორი და რეჟისორია სოფიო ბაბლუანი, პროდიუსერი - გელა ბაბლუანი.
ფილმი თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და მისი მოსწავლეების შესახებ მოგვითხრობს და ასახავს საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი ახალგაზრდების ყოველდღიურობას, მათ ურთიერთობას.
"ფოფოდიას შვილების" საერთაშორისო პრემიერა საფრანგეთში გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალზე RELIGION TODAY („რელიგია დღეს“) წარმომადგენლობითი ჯილდო მიიღო კატეგორიაში ,,რწმენის სული“.
ფილმი წარმოადგენს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კოპროდუქციას და შექმნილია პარიზის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით. ქართველი მაყურებელი "ფოფოდიას შვილებს" უახლოეს კვირებში იხილავს.