უკრაინაში ომი გრძელდება, ოდესაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ შენობაშიც.
რუსული დრონების სამიზნე გახდა კრივოი როგიც, სადაც თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.