06 აგვისტო 2026,   17:41
ვრცლად
მადლობა იმისთვის, რომ ერთი წლის წინ გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე, თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - გეკა გელაძე

პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით მიმართვის, დროს გეკა გელაძემ პრემიერ მინისტრს და შსს-ს გუნდს მადლობა გადაუხადა.

"ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ ერთი წლის წინ მე გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული, როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით, ამ ადამიანებთან ერთად და ამ გუნდთან ერთად. მადლობა თითოეულ ამ ადამიანებს", - განაცხადა გეკა გელაძემ.

დღის ამბები