"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ რომ ბლაჟევიჩი, რომელიც "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერია, ოპოზიციასა და აქტივისტებს რევოლუციური სცენარების შემუშავებაში ამზადებს. მმართველ გუნდში ოპონენტების რადიკალურ გეგმებზე და ქვეყანაში არეულობის მცდელობაზე საუბრობენ.
განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბლაჟევიჩის შესახებ მხოლოდ ჟურნალისტებისგან სმენია და ამ პიროვნების არსებობის შესახებ მანამდე არც სმენია.
"ამ ადამიანთან დაკავშირებით, ინფორმაცია რაც გამიგია არსებობს მხოლოდ ეს წყარო, როდესაც მისვამთ-ხოლმე შეკითხვებს ამ პიროვნების შესახებ. მათ შორის, თქვენი რამდენიმე სიუჟეტიც მაქვს ნანახი. მეტი, ამ ადამიანზე ინფორმაცია საერთოდ არ გამაჩნია. გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი ვინ არის, თქვენგან ვიცი ამ ადამიანის არსებობის შესახებ და მეტი რა კავშირი უნდა მქონდეს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.