03 აგვისტო 2026,   08:39
ვრცლად
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გლდანის, სანზონისა და დიღმის რაიონებში გაზმომარაგება ავარიულად 15 000 აბონენტს შეუწყდა - თბილისი ენერჯი

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გლდანის, სანზონისა და დიღმის რაიონებში გაზმომარაგება ავარიულად 15000 აბონენტს შეუწყდა - ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

"გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გლდანის, სანზონისა და დიღმის რაიონებში გაზმომარაგება ავარიულად 15 000 აბონენტს შეუწყდა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 23 აპრილს, 12:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 სთ-მდე.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ: 114-ზე

ბუნებრივ გაზთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით: 2 404004

ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ კომენტარებში", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები