Human Rights Watch-მა (HRW) განაცხადა, რომ ისრაელისა და ირანის მიერ გასულ თვეში კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმები "უკანონო და განურჩეველი იყო და შესაძლოა, ომის დანაშაულს უტოლდებოდეს". ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, 18 მარტს ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე ისრაელის თავდასხმა და ირანის მიერ კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანაზე განხორციელებული შემდგომი თავდასხმები ორი ქვეყნის მიერ "ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკანონო თავდასხმების სერიის" ნაწილად შეაფასა.
მედიის ცნობით, რას ლაფანი და სამხრეთ პარსი მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივი აირის საბადოების შემადგენლობაში შედიან.
"ნავთობისა და გაზის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკანონო თავდასხმებს პროგნოზირებადი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, რამაც შეიძლება მილიონობით ადამიანი დააზარალოს", - განაცხადა ჯოი შიმ, Human Rights Watch-ის საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების უფროსმა მკვლევარმა.