საქართველო დღეს ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით პირველ სხდომას გამართავს.
ვენაში დაგეგმილ გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.
ფორუმი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე მუშაობს. საქართველომ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადაიბარა და ამ პოზიციას სექტემბრამდე შეინარჩუნებს.
"ფორუმი არის ეუთოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე განიარაღებისა და შეიარაღების პრობლემატიკაზე. საქართველოსთვის აღნიშნული ფორუმის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია, ეს იქნება ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის პრობლემები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში ალექსანდრე მაისურაძე.