ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს და მიზნად ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას ისახავს.