04 აგვისტო 2026,   20:48
ვრცლად
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გუნდს ესპანელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს, 47 წლის ესპანელი სპეციალისტი, რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს, რომელიც ბოლოს მაკედონიის პელისტერში მუშაობდა, ხოლო მანამდე ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

რუბენ გარაბაიას გამორჩეული სათამაშო კარიერა ჰქონდა. მან, ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2005 წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო 2008 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

"მივესალმები ქართველ გულშემატკივრებს და მეგობრებს. მოხარული ვარ რომ გავხდი ამ ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდის ნაწილი. მალე შევხდებით," - აცხადებს რუბენ გარაბაია.

დღის ამბები