ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰეზბოლას არაჩვეულებრივი სიმტკიცის შედეგი იყო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ თეირანი მას სიფრთხილით მიუდგება.
"როგორც გუშინ ღამით ვთქვი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ ჰეზბოლას გმირების არაჩვეულებრივი სიმტკიცისა და წინააღმდეგობის ღერძის ერთიანობის შედეგი იყო. ჩვენ ამ ცეცხლის შეწყვეტას სიფრთხილით მოვეკიდებით და ერთად დავრჩებით გამარჯვების სრულ განხორციელებამდე," - განაცხადა ღალიბაფმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.