18 ივნისი 2026,   11:50
ვრცლად
ტრამპი: მაქვს უფლება, არ დავეთანხმო პაპს

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლთან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ტრამპსა და რომის პაპს შორის ურთიერთობებს და ირანის ომის თემასთან დაკავშირებით მათ განცხადებებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, პაპს ესმოდეს... ირანმა 42,000 სრულიად უიარაღო ადამიანი დახოცა," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და აღნიშნა, რომ პაპისთვის ეს გასაგები უნდა იყოს.

კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა პაპს "უთანხმოებების მოსაგვარებლად", ტრამპმა უპასუხა: "არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია".

პრეზიდენტს ჰკითხეს, ადარდებს თუ არა ის ფაქტი, რომ პაპთან დაპირისპირება მის კათოლიკე მხარდამჭერებს გაანაწყენებს, რაზეც მან მიუგო: "არა, არა, არა. მე უნდა გავაკეთო ის, რაც სწორია".

მხარდამჭერების შესახებ დასმული კითხვის შემდეგ მან კიდევ ერთხელ განაცხადა: "მე პაპის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს", თუმცა შემიძლია არ დავეთანხმო პაპს... მე მაქვს უფლება, არ დავეთანხმო პაპს".

ტრამპმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ იცნობს პაპის ძმას, რომელიც MAGA-ს (ტრამპის მოძრაობის) მომხრეა".

დღის ამბები