10 აგვისტო 2026,   18:36
ვრცლად
მაია ბითაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის სხდომაზე: ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს აქვს ამ ძალიან რთულ და ტურბულენტურ პერიოდში

"ადეკვატური და შესაბამისია ის გზავნილები, რომელიც ჩვენს დელეგაციას ექნება როგორც ორმხრივი შეხვედრების დროს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლისას," - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

ქართული დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის 152-ე სხდომას დაესწრება, რომელშიც 157 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.

"მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს მსოფლიოს აქვს - მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის რყევასთან მიმართებით, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთვის, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მესიჯი დამსწრე საზოგადოებისთვის იქნება იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს აქვს ამ ძალიან რთულ და ტურბულენტურ პერიოდში," - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები