27 ნოემბერი 2026,   13:08
ვრცლად
"ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრა შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში" - ლევან იოსელიანი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისშია. ვიზიტის ფარგლებში მაიკლ ო’ფლაერტი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. კომისარი უკვე იმყოფებოდა სახალხო დამცველის ოფისში.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, შეხვედრა შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. 

"ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრა შეეხებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა, მათ შორის მე, როგორც სახალხო დამცველი, რა პროცესში ვარ ჩართული. ასევე, საუბარი იყო იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ. რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები