ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთს ეწვია. პედრო სანჩესმა, სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ბაზრის ღიაობასა და ჩინეთთან მზარდ სავაჭრო დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია", - განაცხადა პედრო სანჩესმა.