27 ნოემბერი 2026,   08:49
ვრცლად
წმინდა ცეცხლი "ჯორჯიან ეარვეისის" ბორტზეა

წმინდა ცეცხლი "ჯორჯიან ეარვეისის" ბორტზეა. 

დელეგაცია, რომელიც მცირე ჯგუფისგან შედგება საქართველოში მალე გამოფრინდება.

 

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლი, 15:14 საათზე გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. 

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.  

საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იყო განლაგებული, რომლებიც უსაფრთხოებას იცავდნენ. 

წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება, ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც მისი სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.

დღის ამბები