07 აგვისტო 2026,   16:32
ვრცლად
რამდენიმე საკითხი, რომელიც მშენებლების მხრიდან იყო გასულ შეხვედრებზე დასმული, დღეს დადებითად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება - რევაზ სოხაძე მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რევაზ სოხაძე და ლევან ჟორჟოლიანი.

განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები და ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც სახელმწიფო ქართული კომპანიების მხარდასაჭერად განიხილავს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განმარტა, წინა შეხვედრაზე მშენებლების მხრიდან დასმული საკითხები დღევანდელ შეხვედრაზე დადებითად გადაწყდა და მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

"რამდენიმე საკითხი, რომელიც მშენებლების მხრიდან იყო გასულ შეხვედრებზე დასმული, დღეს დადებითად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ამ ბიზნესის განვითარებას და ამ სექტორის განვითარებას. იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად - თან, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დღის ამბები