9 აპრილის მემორიალთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრები და ასევე, თბილისის მერის მოადგილეები მივიდნენ.
"პატივი მივაგეთ იმ გარდაცვლილ გმირებს, რომელმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. 9 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი თარიღები უნდა აერთიანებდეს ერს, აძლიერებდეს ჩვენს სახელმწიფოს და არ უნდა ჰყოფნიდეს," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.