07 აგვისტო 2026,   01:28
ვრცლად
9 აპრილი თითოეული ქართველისთვის მუდამ იქნება სევდანარევი სიხარულისა და სიამაყის დღე - თინათინ ბოკუჩავა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ამასთან, ადგილზე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

"9 აპრილი თითოეული ქართველისთვის მუდამ იქნება სევდანარევი სიხარულისა და სიამაყის დღე, როდესაც, ერთის მხრივ, საბჭოთა არმიამ უსაშინელესი სისასტიკით დაშალა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, რამაც გამოიწვია მსხვერპლი და უდიდესი ტკივილი, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, რასაც მოჰყვა რეფერენდუმი და შემდგომ უკვე ოფიციალურად დამოუკიდებლობის დაბრუნება," - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები