08 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოქალაქეებს, მედიასთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ აძლევდნენ. ცდილობდნენ, ადგილზე მისული ადამიანებისთვის მემორიალთან მისვლის უფლება არ მიეცათ და სხვადასხვა კითხვას უსვამდნენ. მომხდარს რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, 9 აპრილის მემორიალთან სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს თანამშრომლებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი განარიდეს.

მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დილიდან იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დღის ამბები