"9 აპრილი არის დღე, რომელიც გვტკივა, მაგრამ ამავე დროს გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვავალდებულებს, დავიცვათ ის, რაც ასეთი დიდი მსხვერპლის შედეგად მოვიპოვეთ," - წერს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.
"9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე.
37 წლის წინ მოქალაქეთა ერთიანობამ და სოლიდარობამ ეს ტრაგიკული დღე ეროვნულ სიმბოლოდ აქცია. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებამ ცხადყო, რომ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული შვილების თავგანწირვა უშედეგო არ ყოფილა. 9 აპრილი არის დღე, რომელიც გვტკივა, მაგრამ ამავე დროს გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვავალდებულებს, დავიცვათ ის, რაც ასეთი დიდი მსხვერპლის შედეგად მოვიპოვეთ.
დღეს, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
კიდევ ერთხელ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ეს დღე თავგანწირვითა და თავდადებით მოგვიტანა," - წერს თავდაცვის მინისტრი.