ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლაზე" ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. "ცაჰალმა" გაანადგურა რადიკალური დაჯგუფების 100-ზე მეტი ობიექტი. "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. პარალელურად, ირანმა იერიში მიიტანა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკელი სამხედროები რეგიონში პოზიციებზე რჩებიან. მისივე განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის პირობაა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენა.
პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს, რომ, პირობების დარღვევის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებები განახლდება. ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.