საქართველოს კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი საბერძნეთში დასრულებულია. თინათინ რუხაძემ ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ბერძენ კოლეგასთან გამართა. გადაწყდა, რომ გაფორმდებოდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერის მიზნით, ბერძენი კულტურის მინისტრი რუხაძემ საქართველოში მოიწვია.
მანამდე, ქართველმა მინისტრმა საბერძნეთში არაერთი სხვა სამუშაო შეხვედრა გამართა - შეხვდა ათენის მერსა და მსხვილი ფონდების ხელმძღვანელებს. მხარეები ლიტერატურის, თეატრისა და სამუზეუმო სფეროში ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ბოლოს, ეროვნულ ოპერაში გაიმართა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა.