ქალაქ რუსთავში 9 აპრილი გვიან ღამით აღინიშნა. ახალგაზრდები 9 აპრილის მონაწილე რუსთაველებთან, სასულიერო პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დამოუკიდებლობის სკვერში მსვლელობით მივიდნენ.
შეკრებილმა 37 წლის წინ, თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და მემორიალი ტიტებით შეამკეს.