მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება.
10:00 საათზე სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.