18 ივნისი 2026,   23:54
ვრცლად
"ლიბანი შეთანხმებაში არ შედიოდა. ეს ცალკე კონფლიქტია" - დონალდ ტრამპი

PBS-თან სატელეფონო ინტერვიუში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბანი ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ არის - ამის შესახებ ABC NEWS-ი წერს.

"დიახ, ისინი შეთანხმებაში არ იყვნენ შეყვანილი", - განუცხადა ტრამპმა მედიას.

როდესაც ტრამპს მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა: "ჰეზბოლას" გამო. ისინი შეთანხმებაში არ იყვნენ შეყვანილნი", - აღნისნა პრეზიდენტმა.

"ესეც გადასხვაგვარდება. ყველაფერი კარგადაა", - თქვა ტრამპმა.

კითხვაზე, აწყობდა თუ არა მას ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების გაგრძელება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს "ცალკე კონფლიქტი" იყო.

"ეს გარიგების ნაწილია. ყველამ იცის, რომ ეს ცალკე კონფლიქტია", - დასძინა ტრამპმა.

დღის ამბები