18 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
ჩვენი მთავრობები წვლილს შეიტანენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფაში - ევროპული ქვეყნებისა და კანადის ლიდერები

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ავრცელებენ.

"მივესალმებით დღეს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დადებულ ორკვირიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მადლობას ვუხდით პაკისტანსა და ყველა ჩართულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელშეწყობისთვის.

ახლა მთავარი მიზანი უახლოეს დღეებში ომის სწრაფი და ხანგრძლივი დასრულებისთვის მოლაპარაკებების წარმოება უნდა იყოს. ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი.

ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მხარეებს, მიაღწიონ სწრაფ პროგრესს არსებითი, მოლაპარაკებული შეთანხმებისკენ.

ეს გადამწყვეტი იქნება ირანის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამას შეუძლია თავიდან აგვაცილოს მძიმე გლობალური ენერგეტიკული კრიზისი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიპლომატიურ ძალისხმევას. ამ მიზნით, მჭიდრო კავშირში ვართ შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მათ შორის ლიბანშიც.

ჩვენი მთავრობები თავიანთ წვლილს შეიტანენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები