18 ივნისი 2026,   20:52
ვრცლად
ჰორმუზის სრუტეზე წვდომის გასამარტივებლად 15 ქვეყანა მუშაობს - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მრჩევლებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით - "ამჟამად, საფრანგეთის მეთაურობით, 15 ქვეყანაა მობილიზებული, რომელიც გეგმების დასახვის პროცესში იღებს მონაწილეობას. ჩვენი მიზანია, ირანთან კოორდინაციით, განვახორციელოთ მკაცრად თავდაცვითი მისია, რათა ხელი შევუწყოთ საზღვაო მიმოსვლის აღდგენას".


წყარო: Reuters

დღის ამბები