ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა.
"ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, იმ პირობით, თუ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე", - ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
"ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკის, ისრაელის, ირანის არაბი მეზობლებისა და მთელი მსოფლიოსთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.