18 ივნისი 2026,   21:04
ვრცლად
ოფიციალური თეირანი განმარტავს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ომის დასრულებას არ ნიშნავს

ოფიციალური თეირანი განმარტავს, რომ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ომის დასრულებას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, თელ-ავივის საჰაერო სივრცეში რამდენიმე ირანული რაკეტა დაფიქსირდა, რომელიც ჩამოაგდეს. შედეგად დაზიანდა შენობა; არავინ დაშავებულა.

განგაში იყო გამოცხადებული ქუვეითში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებშიც.

ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას აზუსტებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ნეთანიაჰუს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ჰეზბოლას ობიექტებზე იერიშებს. შესაბამისად, მორიგი შეტევა იყო ღამით ლიბანის ქალაქ სიდონზე - დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავდა 22; დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.

დღის ამბები