ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში განხორციელებული იერიშები შეაჩერეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან, ამერიკულმა მხარემ ირანის ტერიტორიაზე იერიში 13,000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დათანხმდა ირანთან ორკვირიან ზავს იმ პირობით, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიედ აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის სამხედრო უწყება უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების კოორდინაციას.
წყარო: CNN