18 ივნისი 2026,   20:53
ვრცლად
თუ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეაჩერებენ თავდაცვით ოპერაციებს - აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რეგიონში "ომის დასასრულებლად გაწეული ძალისხმევისთვის" ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის.

აბას არაღჩი, ზავთან დაკავშირებით ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს პოზიციასაც ასაჯაროვებს:

"ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელით, მადლიერებასა და დაფასებას გამოვხატავ ჩემი ძვირფასი ძმების - პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, მისი აღმატებულება შარიფისა და ფელდმარშალ მუნირის მიმართ, რეგიონში ომის დასასრულებლად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის.

პრემიერ-მინისტრ შარიფის "ტვიტერზე“ გამოქვეყნებული თხოვნის საპასუხოდ და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მ მოითხოვა მოლაპარაკებები საკუთარ 15-პუნქტიან წინადადებაზე დაყრდნობით, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა ირანის 10-პუნქტიანი გეგმის ზოგადი ჩარჩოს მოლაპარაკებების საფუძვლად მიღების შესახებ, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს სახელით ვაცხადებ:

- თუ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეაჩერებენ თავდაცვით ოპერაციებს.

- ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით." - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

დღის ამბები