ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელი უერთდება ორკვირიან ზავს, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება გასაჯაროვდა ზუსტად საათნახევრით ადრე იმ ვადამდე, რომლის ფარგლებშიც ირანს ჰორმუზის სრუტე უნდა გაეხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სამხედრო იერიშები იგეგმებოდა.
ოფიციალური პირის განცხადებით, ისრაელი დათანხმდა საჰაერო დაბომბვების შეჩერებას მანამ, სანამ მოლაპარაკებები გაგრძელდება.