07 აგვისტო 2026,   03:44
ვრცლად
მართლმადიდებლური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს - წირვა-ლოცვა სიონის ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა

დიდი მარხვის ბოლო კვირა - მორწმუნეებისთვის მძიმე დღეებს ერთი დღით სიხარული ანაცვლებს. მიზეზი ხარების დღესასწაულია. მრევლი ტაძარში შეკრებას დილიდან იწყებს. სიონის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება.

ქრისტიანულ რელიგიაში დღევანდელი დღე თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს შორისაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს მთავარანგელოზი გაბრიელი ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მხსნელი.

პირველად ნახევარი საუკუნის მანძილზე ხარებას ქართველი მორწმუნეები ილია მეორის გარეშე ზეიმობენ, თუმცა არ წყდება ხალხის ნაკადი მის საფლავთან. დღეს წირვა-ლოცვა სიონის ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. ღვთისმსახურების დასულების შემდეგ კი მეუფე შიომ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ქრისტიანულ რელიგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად. ზუსტად ხუთ დღეში სრულიად მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს.

დღის ამბები