ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3 პროცენტი, გაძლიერებული საგარეო პოზიცია, საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი და შემცირებული სახელმწიფო ვალი - ასე განიხილავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას. მისიის საქართველოში საქმიანობა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე შეაჯამა.
მისიის დასკვნით განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ერთ-ერთ გამოწვევად ინფლაციის შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია დასახელებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2025 წლის ბოლოს, ინფლაციამ 4 პროცენტი შეადგინა, მარტში კი 4,3 პროცენტამდე მოიმატა, რაც იმპორტირებული საკვებისა და ნავთობის ფასების ზრდის შედეგია. ასევე დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან. თუმცა სავალუტო ფონდის მისია დარწმუნებულია, რომ სურსათისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტის გასვლის შემდეგ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე - 3 პროცენტამდე შემცირდება. ინფლაციის მართვის ბერკეტებზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც.
სავალუტო ფონდის პროგნოზები, რომ სრულად თანხვედრაშია საქართველოს ეკონომიკურ კურსთან, ამის შესახებ ყურადღება ფინანსთა მინისტრმა გაამახვილა. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ფონდის მიერ დადებითად შეფასებული ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა და მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობა იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელების წინაპირობაა, რაც შუა დერეფნის დაკაშირებადობას და ენერგეტიკული უსაფრთხოების დამოუკიდებლობას განსაზღვრავს.
სავალუტო ფონდის მისიამ თბილისში, 2026 წლის 25 მარტი - 7 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მისიის წევრებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე, შეხვედრა ეროვნულ ბანკში დღესაც გაიმართა. მისიის წინასწარი მიგნებების საფუძველზე სავალუტო ფონდის გუნდი საბოლოო ანგარიშს მოამზადებს.