ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაბომბეს სარკინიგზო ხიდები და გზები, რომლებსაც ირანი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადასაზიდად იყენებდა.
ისრაელის ინფორმაციით, იერიში მიიტანეს რვა სარკინიგზო ხიდსა და გზის იმ მონაკვეთებზე, რომლებსაც "ირანის ტერორისტული რეჟიმი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა".
სამხედრო უწყების ცნობით, დარტყმები ირანის რამდენიმე რაიონში, მათ შორის თეირანში, ქარაჯში, თავრიზში, ქაშანსა და ყუმში განხორციელდა.
"გადასასვლელებზე იერიში მივიტანეთ იმისათვის, რომ რეჟიმის ძალებს მათი გამოყენება აღჭურვილობისა და იარაღის გადასაზიდად არ შესძლებოდათ", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.