06 აგვისტო 2026,   20:36
ვრცლად
აქტიურად ვაკვირდებით გეოპოლიტიკურ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს, ამ მიმართულებით საქართველო ეკონომიკურად ყველა სცენარისთვის მზად არის - ლაშა ხუციშვილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. მისიის ბოლოს ეროვნულ ბანკში სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 9,3%-ით იზრდებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ ორ თვეში, ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა.

"საქართველოს ეკონომიკა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 9.3%-ით იზრდებოდა. 2026 წელიც მაღალი ეკონომიკური ზრდით დაიწყო - 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში. ჩვენს პროგნოზებშიც, ზრდის საშუალო ვადიან პერიოდში, ნავარაუდებია, ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება.

აქტიურად ვაკვირდებით გეოპოლიტიკურ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს. ამ მიმართულებით, შესაძლოა ითქვას, რომ საქართველო ეკონომიკურად ყველა სცენარისთვის არის მზად.

საქართველომ მოახერხა, რომ მოაწერა ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება "იგლ ჰილსთან", რომელიც ითვალისწინებს მომდევნო წლებში 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები