10 აგვისტო 2026,   13:06
ვრცლად
"ხალხის ძალის" წინადადება არის საინტერესო, დაველოდოთ რა გამოხმაურება ექნება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან - დავით მათიკაშვილი პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვაზე

"ხალხის ძალის" მოთხოვნას, რომ ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვაზე მთავრობის დადგენილება გადაიხედოს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება დასაბუთებულია, თუმცა "ხალხის ძალის" წინადადებაც საინტერესოა.

"ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო და არის დასაბუთებული. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ "ხალხის ძალის" წინადადება არის საინტერესო. გარკვეულ არგუმენტებზე ისაუბრეს "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა.

დაველოდოთ რა გამოხმაურება ექნება, ან ექნება თუ არა ამ საკითხს გამოხმაურება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, შემდეგ უფრო სრულყოფილად შეგვიძლია ამ საკითხზე საუბარი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალა" გადაუდებლად ითხოვს მთავრობის 12 მარტის გადაწყვეტილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას.

მაჭარაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა, ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების შესწავლა.

დღის ამბები