04 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
ისტორიული მუსიკა და თანამედროვე შესრულების ხელოვნება - ფრანც კრომერის, ალფრედ შნიტკესა და იოზეფ ჰაიდნის ნაწარმოებები ახალი ინტერპრეტაციით ეროვნულ სასახლეში გაცოცხლდა

ისტორიული მუსიკა და თანამედროვე შესრულების ხელოვნება - ფრანც კრომერის, ალფრედ შნიტკესა და იოზეფ ჰაიდნის ნაწარმოებები ახალი ინტერპრეტაციით ეროვნული სასახლის ისტორიულ სივრცეში გაცოცხლდა.

კონცერტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ახალგაზრდა დირიჟორი სძენს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორკესტრებთან წარმატებით თანამშრომლობს და ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა.

მალერისა და შოლტის სახელობის საერთაშორისო დირიჟორთა კონკურსების გამარჯვებული, კლარნეტისტის რანგში ოცზე მეტი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი - ვალენტინ ურიუპინი მსმენელის წინაშე, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარსდგა.

საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აღიარებულ დირიჟორთან მუშაობა ორკესტრისთვის საინტერესო გამოცდილებაა.

მისი ხელმძღვანელობით, მუსიკოსებმა განსხვავებული ეპოქისა და სტილის ნაწარმოებები ერთ საღამოზე გააერთიანეს და მაყურებელს მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილება შესთავაზეს.

ვალენტინ ურიუპინისა და გია ყანჩელის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები