18 ივნისი 2026,   11:28
ვრცლად
ირანში ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის სამაშველო მისიაში მონაწილე კიდევ ერთი თვითმფრინავი დაზიანდა - CBS News

ირანში, ამერიკული გამანადგურებლის, F-15-ის სამაშველო მისიაში მონაწილე კიდევ ერთი თვითმფრინავი დაზიანდა - სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე A-10 Warthog-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა, – ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. 

როგორც მედია იტყობინება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ორი ვერტმფრენიც მონაწილეობდა. მათგან ერთმა გამანადგურებლის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გადაარჩინა, თუმცა პილოტის გადაყვანისას ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რამდენიმე პირი დაშავდა.

CBS News-ის ცნობით, ვერტმფრენმა უსაფრთხოდ დაჯდომა მაინც შეძლო და დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

 

დღის ამბები