ამერიკელი სამხედროები ირანში მიმდინარე ოპერაციას უახლოეს პერიოდში დაასრულებენ - ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა საგანგებო მიმართვისას გააკეთა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანს უაღრესად ძლიერი დარტყმები ელის, რაც ქვეყანას, მისივე მტკიცებით, "ქვის ხანაში" დააბრუნებს.
"თუ თეირანი უარს იტყვის ამერიკულ პირობებზე, იერიში ერთდროულად იქნება ქვეყნის ყველა საკვანძო ელექტროსადგურზე" - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.
პარალელურად, პრეზიდენტმა აქცენტი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზეც გააკეთა და ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს მოუწოდა, თავად იზრუნონ ნავთობის გადაზიდვის ამ მარშრუტის გახსნასა და უსაფრთხოებაზე.
ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გამოჩენილი პასიურობის გამო დონალდ ტრამპმა ნატოელი მოკავშირეები გააკრიტიკა, თავად ალიანსს კი "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა.