13 აგვისტო 2026,   18:13
ვრცლად
"როგორც ჩანს, ძალიან დასწყდათ გული, ჩვენი ხალხის ერთსულოვნება რომ იხილეს და უნდათ, ანტიპიარით დააზიანონ ის" - რატი იონათამიშვილი პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების დათვლაზე

კონკრეტული მედიები პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებს ითვლიან. წერენ, რომ პროცესია ხელისუფლებას 5 600 000 ლარი დაუჯდა, რაც მთავრობის განკარგულებაში ისედაც საჯაროდ დაიწერა. გავრცელებულ ინფორმაციას კომენტარებშივე მოჰყვა საპატრიარქოს შეურაცხმყოფელი განცხადებები, რითაც ოპოზიციურმა ფლანგმა - ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი კამპანია დაიწყო.

"მკვდარს რა გაუკეთებია, ამდენი ფული რომ დასჭირდა", "რა სირცხვილია", " ესეც ფულის გასათეთრებლად გამოიყენეს", - ეს იმ შეურაცხმყოფელი კომენტარების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები პოსტის ქვეშ წერენ.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

"ვის თავშიც ეს დაიბადა, ის ადამიანი არ ყოფილა პროცესის მონაწილე - პირიქით, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ძალიან დასწყდათ გული, რომ იხილეს ჩვენი ხალხის ასეთი ერთსულოვნება. როგორც ჩანს, ახლა ასეთი ანტიპიარით უნდათ დააზიანონ ჩვენს საზოგადოებაში ერთსულოვნება. ამით, საბოლოო ჯამში, პირიქით - ბუმერანგივით უკუშედეგს მიიღებენ, ვინაიდან კიდევ ერთხელ გვანახებენ მთლიანად რადიკალური ოპოზიციის მორალურ სახეს, რასაც საერთო არაფერი აქვს ჩვენს ეროვნულ ღირებულებებთან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები