"ბაჩო ახალაია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ის პირდაპირი მნიშვნელობით არის იმ "სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთი შემოქმედი," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ბაჩო ახალაიას მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.
"მისი განცხადებები, რომ თურმე დამხობას აპირებს, მისასალმებელია, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც დაწყებულია და ეს ყველაფერი თავის თავს დააბრალოს. ადამიანმა, რომელმაც სასჯელი მოიხადა, წესით და რიგით უნდა ყოფილიყო ძალიან ჩუმად და წყნარად, იქიდან გამომდინარე, რომ სძულს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მაგრამ მაინც არ ისვენებს," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს, ქვეყნიდან გაქცეულ მაღალჩინოსნებს კი, ისევ საქართველოში ჩამოიყვანს. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებების გამო ახალაიას ბრალი უკვე წარდგენილი აქვს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე