თუ ქართული ეკლესია დასუსტდება და ავტორიტეტს დაკარგავს, ამ ადგილს რუსული ეკლესია დაიკავებს - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა, ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"ნაწილი მედასავლეთეები იმის მომხრეები არიან, რომ ეკლესია რაც შეიძლება დასუსტდეს - ჩემი აზრით, ეს არის დიდი შეცდომა. ეკლესიამ თუ საქართველოში ავტორიტეტი დაკარგა და დასუსტდა, დავფიქრდეთ, ვინ შეავსებს ამ ადგილს? ეს ადგილი ცარიელი არ დარჩება. ერთადერთი, რეალურად ვინც შეიძლება შეავსოს ეს ადგილი თუკი ეკლესია დაეცემა, ეს არის რუსული ეკლესია. რუსებმა თუ მოინდომეს, ზუსტად ვინც რუსებს ეწინააღმდეგება ის შეიძლება გამოიყენონ და სხვათა შორის, ხელისუფლებამაც ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა.