30 ქვეყანა, 250-ზე მეტი დელეგატი და 100-მდე საფინანსო ინსტიტუტი. ბანკი ქართუ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ცენტრალური ევროპის ფარგლებს მიღმა პირველად ტარდება. ფორუმზე მსჯელობენ როგორც გლობალურ გამოწვევებზე ასევე საფინანსო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივებზე.
საბანკო ასოციაციის წარმომადგენლის დავით რუსიას განცხადებით, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო ხდება საფინანსო ჰაბის ფუნქციის შემსრულებელი.
"ქართული საფინანსო სექტორი, თავის მომგებიანობას, შემოსავლიანობას და საიმედოობას ყოველდღიურად ამტკიცებს. ქართულმა საფინანსო სექტორმა და ქართულმა ბანკებმა რა შედეგებსაც მიაღწიეს, ამას სიხარულით აღნიშნავენ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო ხდება საფინანსო ჰაბის ფუნქციის შემსრულებელი", - განაცხადა დავით რუსიამ.