04 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება დაზარალებულის უფლებამონაცვლე ეკატერინე კუპატაძე, ის დააფიქსირებს თავის პოზიციას მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფება დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა პროკურორმაც. ქეთევან სონიძის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებითაც, სასამართლოს წინაშე წარდგება დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ეკატერინე კუპატაძე, რომელიც ისაუბრებს საქმესთან დაკავშირებით და დააფიქსირებს თავის პოზიციას.

"განიხილება გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელ საქმესთან დაკავშირებითაც დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ეკატერინე კუპატაძე, რომელიც ისაუბრებს არა მხოლოდ მიყენებულ მორალურ ზიანთან დაკავშირებით, არამედ დააფიქსირებს თავის პოზიციას მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით. ისაუბრებს ასევე საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც შესაბამისად აისახება სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში.

სასამართლოს ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია თავისის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იცნობს საქმის მასალებს, ეს მასალები მას გადაცემული აქვს თავისი პროცესუალური სტატუსიდან გამომდინარე. ისაუბრებს ყველაფერზე, რასაც კავშირი აქვს უშუალოდ საქმესთან და რაც საინტერესო იქნება მართლმსაჯულებისთვის", - განაცხადა ქეთევან სონიძემ.

დღის ამბები